თარიღი    დრო

ქალს თავში ჩარტყმული, ტუჩი გახეთქილი, ბეჭზე ნაჭდევები აქვს - ადვოკატი მოგერიების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 15:45 02.20.2018 526

„ქალს ნიკაპი ჩალურჯებული, სისხლჩაქცევები, ტუჩი გახეთქილი, ბეჭზე ნაჭდევები, თავში ჩარტყმული აქვს. მას ეს ყველაფერი ვიზუალურად ეტყობა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ქმრის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებულის, ლია მიქელაძის ადვოკატმა, პაატა ბერიძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მიქელაძეს დაჭრამდე მისმა მეუღლემ, 31 წლის ხვიჩა კვიზირიამ მიაყენა. დაზიანებებთან დაკავშირებით ექპერტიზა დანიშნულია.

„ყოველდღიური ხასიათის არ იყო მათი კონფლიქტები, თუმცა, ხშირად ჰქონდათ, ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ცოლმა ქმარს რაღაცაზე უარი უთხრა, თუ რაზე, ამას ვერ გავახმაურებ, რის გამოც, ქმარმა ის ცემა. ნიკაპი ჩალურჯებული, სისხლჩაქცევები, ტუჩი გახეთქილი, ბეჭზე ნაჭდევები, თავში ჩარტყმული აქვს. მას ეს ყველაფერი ვიზუალურად ეტყობა. აფექტის მდგომარეობაში მყოფს თუ გამწარებულს, რაც ხელში მოხვდა, ის დაარტყა.  ვიმეორებ, ეს მამაკაცი ცემდა, მასზე ძალადობდა, ამას კიდევ დანა მოჰყვა ხელში და ეს ამბავი მოხდა“, - აცხადებს ბერიძე.

როგორც ის აღნიშნავს, მიქელაძისთვის მიყენებული დაზიანებების გამო პასუხისგება კვიზირიასაც მოუწევს.   

„ცხადია,  კვიზირიასაც მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, - დასძენს ბერიძე.   

ბერიძის განმარტებით, მიქელაძე აუცილებელი მოგერიების წესით მოქმედებდა.

„თუ აუცილებელი მოგერიება დადასტურდება, მას პატიმრობა არ ემუქრება. თუ აუცილებელი მოგერიების გადამეტება დაუდასტურდა, ალბათ, 2-3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში სამი მცირეწლოვანის დედამ, ლია მიქელაძემ 31 წლის მეუღლეს, ხვიჩა კვიზირიას სამზარეულოს დანით ჭრილობა მიაყენა. რის შემდეგაც, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად განუცხადა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%