ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავმა თბილისის ნაცვლად ქუთაისში იძულებითი დაჯდომა განახორციელა. აღნიშნულის მიზეზი კი საქართველოს დედაქალაქში არსებული ნისლი გახდა.
Georgian Airways-ს ბორტმა, რომელიც ასრულებდა რეისს მოსკოვი-თბილისი, საბოლოოდ ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით ფრენა უკვე განახორციელა.
ქუთაისში იძულებითი დაშვება განახორციელა ასევე უკრაინული ავიაკომპანია FlyUA-მაც, რომელიც კიევი-თბილისის რეისს ასრულებდა.
ნისლის გამო გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები გადაიდო მიუნხენის, თეირანისა და სტამბოლის მიმართულებით, რომლებიც ავიაკომპანიებს Lufthansa-ს, QeshmAir-სა და TurkishAirlains-ს უნდა განეხორციელებინათ.
"ტავ ჯორჯიაში" კი აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა დილიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა და ფრენები გეგმისამებრ ხორციელდება.