თარიღი    დრო

გაუგებრობის წარმოქმნის შემთხვევაში, თბილისი-ბაქო ყველაფერს ერევანსა და მოსკოვს აბრალებდნენ - «Lragir»

საქართველო, თბილისი - 11:49 02.19.2018 580

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს სომხურ გამოცემაში - «Lragir» ანალიტიკოსი იგორ მურადიანი განიხილავს.

მისი შეფასებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, ხოლო რაიმე გაუგებრობა თუ წარმოიქმნებოდა ხოლმე, თბილისი-ბაქო ყველაფერს ერევანსა და მოსკოვს აბრალებდნენ.

,,დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ორივე სახელმწიფო - საქართველო და აზერბაიჯანი „მოწინააღმდეგეთა“ ძიებას შეუდგნენ და თან გარკვეული ამბიციებიც გაუჩნდათ.

საქართველო ნატოსა და დასავლურ თანამეგობრობას ეყრდნობა, რომლებიც მის დაცვას ცდილობენ. საქართველო დასავლეთისაგან სერიოზულ სამხედრო აღჭურვილობას და მატერიალურ დახმარებას იღებს. ალბათ, საქართველო მალე საბოლოოდ იქნება ნატოში ინტეგრირებული. გარდა ამისა, საქართველომ მოახერხა რაღაც დონით რუსეთთან შერიგებაც და იმავდროულად უარი არ უთქვამს ამბიციებზეც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.

აზერბაიჯანსაც ძლიერი პოზიციები აქვს, ბაქოს ანკარასთან მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები აქვს. მართალია, აზერბაიჯანი მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის თურქეთის მიმართ - იარაღს საკმარისი რაოდენობით არ მაწვდისო, მაგრამ თურქეთი მაინც აზერბაიჯანის წამყვან მოკავშირედ და პარტნიორად რჩება. მათ ერთმანეთთან მრავალი ეკონომიკური პროექტი და გეგმა აკავშირებთ.

აზერბაიჯანი რუსეთთანაც აქტიურ-სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებს ავითარებს: მოსკოვიდან მიღებული იარაღი ბევრად მეტია ანკარიდან მიღებულზე. ამასთან, რუსეთი  აგრძელებს პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოზე, რომელიც აზერბაიჯანისთვის ახლო პარტნიორს წარმოადგენს და რომლის მიმართაც ბაქო ღიად აჟღერებს თავის ამოცანებს.

დასავლეთი ერთობ დადებითად და მოწყალე თვალით უყურებს საქართველოსა და აზერბაიჯანის დაახლოებას, თუმცა არა ყველა მიმართულებით: მაგალითად, ნატო თბილისი კავშირებს ბაქოსთან საკმაოდ კრიტიკულად აფასებს - იმიტომ, რომ დასავლეთისათვის აზერბაიჯანი რთულ პარტნიორს წარმოადგენს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბაქო აქტიურად არ ისწრაფვის, რომ დასავლეთის მეგობარი და მოკავშირე იყოს. აზერბაიჯანს დასავლეთის გავლენის გაძლიერება არ სურს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ევროპა მისგან დემოკრატიის განვითარებას ითხოვს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ სერიოზული პრობლემებიც რჩება, რომლებიც ტერიტორიულ საკითხს ეხება, მაგრამ პრეტენზიების მთავარი მიზეზი ეს კი არ არის, არამედ აზერბაიჯანის ეკონომიკური ამბიციები საქართველოს მიმართ. საქართველო იძულებულია ამ პრეტენზიებს დაეთანხმოს.

აზერბაიჯანის წინაშე დიდი ამოცანა დგას - მთლიანად აითვისოს საქართველოს გაზის (და ნავთობის) ბაზარი. გარდა ამისა, აზერბაიჯანი საქართველოს ისეთ პრეტენზიებსაც უყენებს, რომლებიც სომხეთსაც ეხება - თავისუფალი ბაზრისა და კომუნიკაციების სფეროში.

ბაქოს ამგვარი ამბიციები ნეგატიურად აღიქმება დასავლეთში, რომელიც ერთობ კატეგორიულად გამოდის სომხეთის და საერთოდ, სამხრეთ კავკასიაში ყოველგვარი ბლოკადის წინააღმდეგ. დასავლეთი ასევე წინააღმდეგია იმ რკინიგზებისაც, რომლებიც ირანისა და თურქეთის მიმართულებით მიდის (იგულისხმებაექსპლოატაციაში შესული ბაქო-თბილისი-ყარსი და მშენებარე ბაქო-ასტარას მარშრუტი).

დასავლეთი მუდმივად ცდილობს, რომ საქართველომ უფრო მეტი თავისუფლება მისცეს სომხეთს სატრანსპორტო კომუნიკაციების სარგებლობის მხრივ, საქართველო კი ძალიან ფრთხილობს, რომ ფსონი მხოლოდ სომხეთზე დადოს. დასავლეთს არ სურს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ საკითხებში მკვეთრი ჩარევა, მას უნდა, რომ თანასწორუფლებიანი ურთიერთობა არსებობდეს“, - წერს ანალიტიკოსი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.9%