თარიღი    დრო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: თეირანში მყოფ ტირანებს გადაეცით - ნუ გამოსცდით ისრაელის გაბედულებას!

საქართველო, თბილისი - 16:20 02.18.2018 681

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, ისრაელი ირანის წინააღმდეგ იმოქმედებს. მიუნხენის კონფერნეციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ირანული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი წარადგინა და დარბაზში მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯავად ზარიფს მიმართა: „ბატონო ზარიფ, გეცნობათ ეს?! უნდა გეცნოთ, ვინაიდან ეს თქვენია! თეირანში მყოფ ტირანებს გადაეცით: ნუ გამოსცდით ისრაელის გაბედულებას!“. 

მისივე თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ თეირანმა კისერზე ტერორის ყულფი შემოავლოს ისრაელს.

„ჩვენს დაზვერვას აქვს ცნობები, რომ თეირანი სირიაში ახალი ბაზების მოწყობას აპირებს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ ვიმოქმედებთ არა მხოლოდ ირანის მარიონეტების, არამედ თავად ირანის წინააღმდეგაც“, – განცხადა ნეთანიაჰუმ.

გასულ კვირას ირანში განაცხადეს, რომ სირიის ტერიტორიიდან ირანის მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს, რასაც ისრაელის ავიაციის იერიში მოჰყვა. საპასუხოდ, სირიელმა სამხედროებმა ისრაელის კუთვნილი გამანადგურებელი ჩამოაგდეს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%