თარიღი    დრო

იარაღი, რითიც პატიმარს სავარაუდო თვითდაზიანება აქვს მიყენებული, შემთხვევის ადგილზე ვერ ნახეს - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 11:25 02.14.2018 187

„იარაღი, რითიც სავარაუდო თვითდაზიანება არის მიყენებული,  შემთხვევის ადგილზე ვერ ნახეს, რაც ბუნებრივია, ძალიან დიდ ეჭვს აჩენს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა თვითმკვლელობის მცდელობა“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ პატიმრის, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

მას კითხვები აქვს სასჯეაღსრულების დაწესებულებასთანაც.

„კონკრეტული პატიმრის მდგომარეობის გათვალისწინებით, კითხვები ჩნდება ასევე იმასთან დაკავშირებითაც, რამდენად ჯეროვნად იყო უსაფრთხოების ზომები დაცული. შესაბამისად, ვითხოვთ, დროულ და ეფექტურ გამოძიებას. საეჭვო  გარემოებები უნდა დადგინდეს და მომხდარს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ პატიმარი, ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი გლდანში, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების საპირფარეოში 10 თებერვალს, ყელის არეში მიყენებული ჭრილობებით პატიმრებმა იპოვეს. ის ღუდუშაურის კლინიაკშია მოთავსებული.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია სასჯელაღსრულების სამინისტროს. როგორც უწყებაში „ჯი-ეიჩ-ენს“ გაუნუცხადეს, ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.5%
შემცირდა 13.4%
არ შეცვლილა 3.2%