თარიღი    დრო

მოულოდნელად ზურგში ვიგრძენი დარტყმა, მოვუტრიალდი და ჩემ წინ აღმოჩნდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - ტიგინაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:53 02.13.2018 2311

მოულოდნელად ზურგში ვიგრძენი დარტყმა, მოვუტრიალდი და ჩემ წინ აღმოჩნდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, - ამის შესახებ "რუსთავი 2"ის გადაცემა "არჩევანში" თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზვიადაძემ როგორც მას უთხრა, იმის გამო დაარტყა, რომ ის მის ზურგს უკან იდგა და პროტოპრესვიტერმა ამ საქციელს "უზნეო" უწოდა.

„მე ვარ ერთ-ერთი დაზარალებული, მისგან შეურაცხყოფილი. იყო შუადღის დასვენების საათები, მე სიახლეების აბრაზე გამოკრულ განცხადებას ვეცნობოდი, ამ დროს მოულოდნელად ზურგში ვიგრძენი დარტყმა, მოვუტრიალდი და ჩემ წინ აღმოჩნდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ეგზალტირებული, გაღიზიანებული. იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ მე დაფას მივეხეთქე. ეს მისგან დამახასიათებელი პარანოიდული მოვლენა იყო“, - განაცხადა ტიგინაშვილმა.

ცნობისთვის, სასულიერო სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს ღია წერილით მიმართეს, სადაც წერენ, რომ სასულიერო სემინარიაში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%