ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანომობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მათ გადაწყვიტეს რომ შვილის სიკვდილის შესახებ ხვალ უთხრან.
„დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ რეანომობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაყვება ექიმი და ექთანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური უსაფრთხოება.