თარიღი    დრო

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ

საქართველო, თბილისი - 11:21 02.05.2018 714

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ. საერთაშორისო ოლიპიურმა კომიტეტმა უარი თქვა სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიადაზე დაუშვას 13 რუსი სპორტსმენი და 2 მწვრთნელი, რომელთაც სააპელაციო საჩივარი გასულ კვირაში დააკმაყოფილა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ.

5 თებერვალს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსი სპორტსმენების სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ვერ გააქარწყლა ეჭვი მათ მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ.

საუბარია იმ სპორტსმენებზე, რომლებსაც ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, საერთაშორისო კომიტეტმა სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

1 თებერვალს, ლოზანაში, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა კომიტეტის წინააღმდეგ 28 რუსი სპორტსმენის სარჩელი, რის შემდეგაც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ორგანიზაციისგან ითხოვა სპორტსმენების დაშვება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.5%
შემცირდა 13.4%
არ შეცვლილა 3.2%