თარიღი    დრო

ევროსაბჭოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საკითხს გავუსვამთ ხაზს - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 20:05 01.22.2018 766

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას გეგმავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგაციის ხელძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტზე წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატურასთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„ინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი, რომელმაც აქცენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე უნდა გააკეთოს. გვსურს ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. ბატონ ლებორნს კითხვა დავუსვით სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ის სრულიად იზიარებს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ე.წ. ნაცრისფერ ზონებში, ევროსაბჭოს ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება. პირობა მოგვცა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება ნაცრისფერი ზონები, სადაც ადამიანის უფლებების კუთხით ეფექტური მონიტორინგი ამ ეტაპზე არ ხდება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სასესიო მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%