თარიღი    დრო

ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 22:02 01.12.2018 831

ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

როგორც ირკვევა, კონფლიქტი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც კლუბში შესვლას ცდილობდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 6 პირი კლუბში ალკოჰოლის შეტანას ცდილობდა, რასაც მოქალაქეებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ჩხუბი მოჰყვა.

დაცვის დაჭრილი თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამველები და სასწრაფო დახმარების სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.4%
შემცირდა 12.6%
არ შეცვლილა 3%