თარიღი    დრო

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია მომზადდება

საქართველო, თბილისი - 19:25 01.12.2018 240

მეცნიერთა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის შესახებ გამართული მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება მეცნიერებით, დეპუტატებით, საერთაშორისო ორგანიზაციებითა და დაინტერესებული პირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ეს ჯგუფი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე.

მეცნიერ ჯემალ ჯანაშიას თქმით, ალტერნატიული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს დღეს არსებულ რეალობას, ასევე უნდა მოიცავდეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შემთხვევებს, პრევენციასა და ნარკომომხმარებელთა რიცხვის შემცირებას.

მისივე განცხადებით, შესაძლებელია ახალი პროექტის შექმნა, რომელიც შემდეგ განსახილველად საზოგადოებას წარედგინება.

შეგახსენებთ, მეცნიერები დღეს არსებულ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, არგუმენტად კი სანქციების ჰუმანურობას და მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას ასახელებენ.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%