თურქეთში 2017 წელს ტერორისტული ორგანიზაციების 7016 წევრი იქნა ნეიტრალიზებული. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი. აქედან 3777დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო, 3239 კი ქურთისტანის შრომის პარტიაში ირიცხებოდა. რაც შეეხება ფეთულა გიულენის ორგანიზაციის წევრებს, ფეტოსთან კავშირის ბრალდებით გასულ წელს შეიარაღებული ძალებიდან 9236 ადამიანი სამსახურიდან დაითხოვეს, 5399 კი დააპატიმრეს.