თარიღი    დრო

ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა ჟენევაში 15 იანვარს იგეგმება

საქართველო, თბილისი - 16:56 01.12.2018 977

ექსტრემალური შემთხვევა, რომელიც  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო საფინანსო ორგანიზაცია Credit Suisse- ს ეხება ორშაბათს, 15 იანვარს ჟენევაში იქნება განხილული. შვეიცარული Le Temps-ის ინფორმაციით,  საქმის განხილვაზე დასასწრებად გამგზავრებას არ აპირებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ რუსეთის ყოფილი დეპუტატი და ოლიგარქი ვიტალი მალკინი მას უნდა დაესწროს.

Credit Suisse საერთაშორისო სკანდალის მიზეზი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ვიტალი მალკინის სარჩელია. ისინი შვეიცარიულ ბანკს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითიც მიყენებული ფინანსური ზარალი $150 მილიონს შეადგენს. საქმეზე ივანიშვილის პარტნიორი უკვე მეორე წელია დაკავებულია.  მოსარჩელეთა მთავარი ინტერესი სეკვესტრირებულ ანგარიშებზე განთავსებული $80 მილიონია, უცნობია აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშზე ჩაირიცხება თუ Credit Suisse-ის ბალანსზე გადავა.

გამოცემის ცნობით, საქმეზე მილიარდერებს იმდენი იურისტი წარმოადგენს, რომ სასამართლოს დარბაზის გადაწყობა გახდა საჭირო, რათა დაბრაზმა ყველა დამსწრე დაიტიოს.

საქმეზე პარალელური გამოძიება შვეიცარიაში, სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდის კუნძულებზეც მიმდინარეობს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.4%
შემცირდა 12.6%
არ შეცვლილა 3%