თარიღი    დრო

უკრაინის მიერ საქართველოსთვის საბრძოლო საშუალებების გადაცემამ მოსკოვი ძალიან გააბოროტა - ვიქტორ გვოზდი

საქართველო, თბილისი - 14:05 01.12.2018 1427

„ჩვენ მიერ საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების გადაცემამ მოსკოვი ძალიან გააბოროტა“ - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ გვოზდმა, უკრაინული გამოცემის „ფაქტი ი კომენტარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატმა უკრაინული გამოცემის ჟურნალისტ იგორ ოსიპჩუკს თავისი საავტორო წიგნის „უკრაინის სამხედრო დაზვერვა მეორე ათასწლეულის მიჯნაზე“, გამოსვლის შემდეგ ესაუბრა.

მან სხვა საკითხებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში უკრაინის როლზეც ისაუბრა.

„ჯი-ეიჩ-ენი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელად 2008 წელს დაინიშნეთ. აცნობიერებდით თუ არა იმ დროს, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნისათვის უპირველესი მტერია?

- რა თქმა უნდა. სწორედ იმ წელს შეიჭრნენ რუსეთის ჯარები საქართველოში. ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მხარი დაუჭირა და აუცილებელი საბრძოლო იარაღი მიაწოდა. მოსკოვი ყველაზე ძალიან გააბოროტა ჩვენს მიერ საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების გადაცემამ, რომელთა მეშვეობით რუსეთის რამდენიმე თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული.

იმ სიტუაციაში მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობის გამწვავების კიდევ ერთი მიზეზი გახდა რუსეთის მიერ შავი ზღვის ფლოტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევამ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ყირიმში, სევასტოპოლში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ხომალდებმა საქართველოსთან ომში მონაწილეობა მიიღეს. უკრაინამ მტკიცე პროტესტი განაცხადა და აღნიშნა, რომ კიევს აქვს უფლება საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობის მიმღები გემები უკან, სევასტოპოლის ბაზაში აღარ შეუშვას. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სევასტოპოლის ბაზაში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ხომალდებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის უფლება არ ჰქონდათ. მოსკოვმა  კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინის მოთხოვნების შესრულებაზე. მეტსაც გეტყვით - შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეც იქმნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გემები სევასტოპოლისაკენ გაჭრას შეეცდებოდნენ.

იმ რთულ მომენტში უკრაინამ თავისი ინტერესების დაცვის დემონსტრაცია მოახდინა: რუსეთს აჩვენა, თუ რა შეუძლია - ჩაატარა სამხედრო-საზღვაო წრთვნები და უმოკლეს დროში ყირიმში მსხვილი სამხედრო ქვედანაყოფები გადაისროლა. რუსეთის სპეცსამსახურებმა მაშინ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი მკვეთრად გააძლიერეს: კერძოდ, აცხადებდნენ, რომ თბილისისათვის იარაღის გადაცემით „უკრაინა საქართველოს აგრესიას აქეზებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“. ამგვარი ხელოვნური ბრალდებით მოსკოვმა ხელი შეუშალა უკრაინის მონაწილეობას ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარებაში. ამის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ლიდერებთან ერთად, თბილისში სამშვიდობო მისიით მაინც  ჩავიდა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%