თარიღი    დრო

მშენებლობებთან დაკავშირებით გარკვეული მიდგომები თუ არ შევცვალეთ, შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება - კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:02 12.13.2017 636

[მშენებლობებთან დაკავშირებით] თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის განვითარებას, აღმშენებლობას და მშენებლობას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მისივე თქმით, მთავარია, ეს გაკეთდეს სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად.

„დეველოპერებთან, მშენებლებთან გვქონდა შეხვედრა, ვიცით არსებული მდგომარეობა, პრობლემები ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით, რაც ყველას გვაწუხებს, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ ოჯახებით, შვილებით. თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება.

განვითარებას, აღმშენებლობას და მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია, ეს გავაკეთოთ სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად. ამ ყველაფერში ჩვენი თანადგომა გექნებათ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ღიად, გამჭვირვალედ და მჯერა, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან და ეფექტურ პროექტებს განვახორციელებთ თქვენთან ერთად“, – განუცხადა კახა კალაძემ ბიზნესმენებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%