თარიღი    დრო

ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცით შესაძლებელია მილიარდ 418 მილიონი ლარის დაზოგვა - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 13:45 12.12.2017 239

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, 2018 წლის ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა 13 დეკემბერს, პარლამენტში წარადგენს, არ იქნება ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ განვითარებას.

ბაქრაძის თქმით, ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცით შესაძლებელია მილიარდ 418 მილიონი ლარის დაზოგვა და ამ თანხის სოციალურ პროექტებზე მიმართვა

,,დაზოგილი თანხით მოხდება პენსიის ზრდა 50 ლარით, დევნილთა შემწეობის გაზრდა 25 ლარით, პენსიის შევსება შშმ პირებისთვის 180 ლარამდე და შემდეგ ზრდა 50 ლარით, აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული ოჯახების დახმარება 50 მლნ-ით და სასკოლო ვაუჩერები და მასწავლებელთა ხელფასის გაზრდა 30 მლნ-ით. ამასთან ერთად, შესალებელია 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე ბიზნესის მთლიანად გათავისუფლება ყველა გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადის შემცირება 1,5%-ით და ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირება 25%-ით. ბოლო პუნქტი კი შეეხება თავდაცვისუნარიოანობის განმტკიცებას, რაშიც იგულისხმება თავდაცვითი შეიარაღების და კერძოდ ამერიკული შეიარაღების, ჯაველინების შესყიდვა, ჩვენი არმიის მეტი წვრთნა და და საგანგებო სიტუაციებისთვის სპეციალური საავიაციო ტექნიკის შესყიდვა. ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს იმ მილიარდებით, რომელიც დღეს ხმარდება ბიუროკრატიას. ამიტომ არჩევანი ხვალინდელ ბიუჯეტთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი, ან მივიღოთ ბიუჯეტი, რომლითაც ისევ ქვეყანა დარჩება იმ პრობლემების წინაშე, რომელშიც დღეს იმყოფება ან დავიწყოთ კამპანია იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ევროპული საქართველოს ალტერნატიულ გეგმას,’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%