თარიღი    დრო

მმართველი გუნდი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს არჩევნებზე დღის 12:00 საათამდე მისვლას აიძულებს - მელია

საქართველო, თბილისი - 19:00 10.20.2017 231

მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, რომ საარჩევნო უბნებთან დღის 12:00 საათამდე მივიდნენ, - ამის შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ საქართველოსთვის მნიშნველოვანი არჩევნებია.

"ხვალ საქართველოსთვის მნიშნველოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა, მაფიოზური, კრიმინალური მმართველობა. ხელისუფლებამ მოახდინა ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხეელებზე, ძვირფასო პედაგოგებო, ბაღის თანამშრომლებო, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებთ, რომ საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ, საკუთარი ოჯახის წევრები დღის 12:00 საათამდე მიიყვანოთ. არ დანებდეთ ზეწოლას. ხვალ ყველანი ერთ მუშტად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდელ ივანიშვილის ხელისუფლებას. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას.“




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%