თარიღი    დრო

ბიზნესკლასის მგზავრები ბორტგამცილებლებს თვითმფრინავში სექსისთვის ფულს უხდიან - სტიუარდესა

საქართველო, თბილისი - 18:02 10.20.2017 1486

გამოცემა The Sun-მა ბრიტანული ავიაკომპანიის ბორტგამცილებლის გულახდილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ყვება, რომ სამოქალაქო ავიაციაში წავიდა, რათა იმოგზაუროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გაიცნოს ახალი ადამიანები.

ის ბრიტანულ ავიაკომპანიაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ იმ წესებს, რომელიც ამ ბიზნესშია გამეფებული, ვერ შეეგუა.

ბორტგამყოლი ამბობს, რომ ხშირად, მგზავრები მათ მგზავრობისას ინტიმური მომსახურებისთვის ფულს უხდიან. ამას განსაკუთრებით ხშირად ბიზნეს-კლასის მგზავრები აკეთებენ. მისი თქმით, გასულ წელს ამ გზით ფულს ორი ბორტგამყოლი შოულობდა.

,,ბორტგამყოლები შეკვეთაზე წაიყვანეს როგორც სექს მუშაკები. ის გამოჭერილი იქნა სავიზიტო ბარათით და ინციდენტის მერე, გოგონა სამსახურიდან მალევე გაუშვეს“, - იხსენებს ბორტგამყოლი.

სხვა ბორგამყოლი კი ყვება, რომ ლოს-ანჯელესის მიმართულებით ფრენისას მასთან სასტუმრო ოთახში მიდიოდნენ მგზავრები, რათა სექსით დაკავებულიყვნენ.

„მგზავრები მზად არიან ვიწრო კაბაში, პატარა სათამაშოსთვის ფული გადაიხადონ“, აღნიშნა ბორტგამყოლმა.

მაშინ როდესაც თვითმფრინავში განსაკუთრებული სიჩუმეა, ყვება ბორტგამყოლი, მარტივია გაიგონოთ ეკიპაჟის წევრებს შორის სექსის „ხმები“.

ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც პილოტი ფრენისას დაკავებულა სექსით ბორტგამყოლთან, მაშინ როდესაც იმავე ბორტზე მისი ცოლიც იმყოფება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%