თარიღი    დრო

გურამ დონაძე ოჯახის უსაფრთხოებით დამემუქრა და ცრუ ჩვენების მიცემა მაიძულა - ბუტა რობაქიძის მკვლელობის მთავარი მოწმე

საქართველო, თბილისი - 15:45 10.20.2017 525

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე გოჩა მუკბანიანი აცხადებს, რომ გურამ დონაძე მას ოჯახის უსაფრთხოებით ემუქრებოდა, რის გამოც,  ცრუ ჩვენება მისცა.  

სასამართლოში მოწმედ დაკითხვის შემდეგ შსს-ს პრესცენტრის ყოფილი ოპერატორი გოჩა მუკბანიანი აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში სროლის მხოლოდ ხმა ისმოდა და ამის კადრი არ არსებობდა. მისივე თქმით, ადგილზე არც იარაღი და არც საბრძოლო მასალა არ ყოფილა.

მოწმის განცხადებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე ბრალდებულმა შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და ამავე საქმეზე ბრალდებულმა ზურაბ მიქაძემ  მანქანაში ჩასვეს დაროდესაც გადავიდა, შემთხვევის ადგილზე უკვე იარაღი დახვდა.

მუკბანიანის განცხადებით, მას გურამ დონაძემ პირველ წუთებში გადაღებული კასეტა გამოართვა და ეს მასალა მას შემდეგ არავის უნახავს. მისივე ტქმთ, პირველი გამოძიების პირობებში, მას გურამ დონაძე ოჯახის უსაფრთხოებით დაემუქრა, რის გამოც ყოფილი ხელისუფლების პირობებში გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%