თარიღი    დრო

გავრცელებული ხმები, შიდადაპირისპირებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება - თეიმურაზ აბაზოვი

საქართველო, თბილისი - 14:41 10.20.2017 774

„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა თეიმურაზ აბაზოვი ​აცხადებს, რომ გუშინდელი ინციდენტის შესაძლო ვერსიებსა და მოტივზე საუბარი არ სურს. 

ის ოპონენტებს მოუწოდებს, მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ და აღნიშნავს, რომ გავრცელებული ხმები შიდადაპირისპირებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არის. რაც შეეხება ინციდენტს, მოკლე ხანში, ვინაიდან პირადად მინისტრია ჩართული ამ საქმეში, იქნება პასუხი“, - განაცხადა თეიმურაზ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა. 

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%