2017 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 309.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.0 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 237.2 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 149.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.7 პროცენტი შეადგინა.