თარიღი    დრო

გიორგი მღებრიშვილმა სამუშაო თათბირი ჩაატარა

საქართველო, თბილისი - 10:00 10.19.2017 237

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.

 

შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

 

„შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება. პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%