თარიღი    დრო

საფრანგეთში „შიშველი ჯოკონდას“ ესკიზი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:54 09.29.2017 452

საფრანგეთში აღმოაჩინეს ესკიზი, რომელზეც გამოსახულია შიშველი ქალი. ექსპერტების აზრით, ის შესაძლოა, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ ეკსიზი იყოს. ამის შესახებ  The Telegraph-ი წერს. 
ნახატი აღორძინების ხანის ხელოვნების ნიმუშების კონდეს მუზეუმში ინახებოდა.

ექსპერტები მანამდე მიიჩნევდნენ, რომ ნახშირით შესრულებული ქალის პორტრეტი და ვინჩის სახელოსნოში იყო შექმნილი. თუმცა ექსპერტიზის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შესაძლოა ის და ვინჩის ეკუთვნოდეს. მათი აზრით, ესკიზი „მონა ლიზას“ პორტრეტთან ერთად იქმნებოდა.

ლეონარდო და ვინჩი (1452-1519) იტალიური აღორძინების უდიდესი მხატვარი იყო, მისი ნამუშევარი „მონა ლიზა“ (ასევე ცნობილი როგორც „ჯოკონდა“) მსოფლიოში ხელოვნების ყველაზე ცნობილი ნიმუშია. მიიჩნევა, რომ ნახატი ლიზა გერარდინის პორტრეტია, რომელიც მისი ქმრის, ფლორენციელი ვაჭრის და მაღალჩინოსნის ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს დაკვეთით დაიწერა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.2%