„ქართული ოცნების“ კანდიდატი მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან ერთად "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ კანდიდატს ალი მამედოვს ფიზიკურად გაუსწორდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ალი მამედოვი ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ფიზიკური ზეწოლის მორიგი ფაქტი მოხდა რამდენიმე წუთის წინ მარნეულში. "ქართული ოცნების" კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან მუხამედალ ბედიევთან ერთად თავს დაესხა "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ კანდიდატს ალი მამედოვს, რომელიც ფიზიკური დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.