ქუთაისში თამარ მეფის 90 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ წყალი 2 კვირაა არ მიეწოდებათ.
მათ გზა გადაკეტეს და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.
აქციის მონაწილეებს პარტია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლატარია შეხვდა, რომელმაც მათ დახმარება აღუთქვა.
„ქალაქში მიმდინარეობს დიდი პროექტი, ყველაფერ ამას მოსდევს პრობლემები,“ - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.