თარიღი    დრო

პარტიული სიის ნახევარი ქალებით რომ დაკომპლექტდეს, ბავშვებს ვინ გაზრდის?! - კვიციანი

საქართველო, თბილისი - 16:46 09.13.2017 376

პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?! - ამის შესახებ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებს განუაცხადა.

მისი განცხადებით, საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების თაობაზე არანაირი ვალდებულება არ უნდა არსებობდეს, რადგან საქართველოში ქალები შეზღუდული არ არიან, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ. მისივე თქმით, არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ.

"ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. გინდათ, პოლიტიკაში წასვლა - წახვალთ და წინ არავინ გეღობებათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს დაძალება არ უნდა იყოს. ჩვენს პარტიას სურს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იყოს, არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს და თურმე, ეს იმის გამო არ შეიძლება, რომ ეს დაძალებაა. შესაძლებელია, რომ ზარმაცი ადამიანი იძულებით გამოიყვანო, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება და ის შეიძლება, რომ პარტიაში ქალი იძულებით მოგაყვანინონ?! - საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?! არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.8%
შემცირდა 15.1%
არ შეცვლილა 3.1%