"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას, არ განიხილოს "თელასის" მოთხოვნა და არ გაზარდოს ტარიფი, ვინაიდან ეს უკანონოა.
ნათელაშვილი სემეკ-ის შენობაში მივიდა და "თელასის" სატარიფო განაცხადის განხილვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.
„როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ასევე მთავრდება ეს პროცესი ტარიფის გაძვირებით.
ისინი უფლებააყრილები არიან. აქვთ 20 ათას ლარიანი ხელფასები და ამას ვერ ელევიან, უარი თქვით კომისიის სხდომის გაგრძელებაზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცოტა ხნის წინ სემეკ-ის სხდომაზე ხმაური "ლეიბორისტული პარტიის" წევრის გიორგი გუგავას განცხადებამ გამოიწვია.
სხდომაზე არეულობის გამო სამართალდამცავები მივიდნენ.