თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პუშკინის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელიც რვა ადამიანის დაკავებით დასრულდა.
პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთერთ მასაჟის სალონთან სამართალდამცველები 2 საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულ პირებს ბრალად პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ედებათ. პოლიციის ეკიპაჟებმა სამმართველოში სულ რვა ადამიანი გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.