თარიღი    დრო

იაპონიამ საქართველოს 110,302 ლარის გრანტი გამოუყო

საქართველო, თბილისი - 18:02 04.27.2017 6042

2017 წლის 28 აპრილს 12 საათზე, საქართველოსა და იაპონიის მხარეები ხელს მოაწერენ მოდერნიზებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოსათვის გრანტის გამოყოფის ხელშეკრულებას. - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ იაპონიის საელჩოდან აცნობეს.

ცერემონიას დაესწრება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი ტოშიო კატანი.

საგრანტო ხელშეკრულება 2014 წლის 18 ივნისს გაფორმდა. პროექტი მოიცავს 500 მლნ. იაპონურ იენის (110,302 ლარი) ქართული მხარისათვის გადაცემას.

ამ პროექტის ფარგლებში, ინსფრასტრუქტურა: ტომოგრაფიის აპარატები, იზოტოპური რადიოგრაფიის მოწყობილობები, რენტგენის ფირფიტა, მობილური C-arm სისტემები და დეფიბრილიატორები, ბათუმის რესპუბლიკურ ჰოსპიტალურ კლინიკაში განთავსდება.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%