კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ,,საიას“ პასუხობს და აცხადებს, რომ , "ინტერნეიშენალ ივენთსის" მის ბინაში რეგისტრაციას გაუუქმებს.
”ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია. წარმოიდგინეთ, 2005 წელს, აბსოლუტურად ფორმალური საკითხი, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე. როდესაც 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ ამ ბინაში და ინიშნები თანამდებობაზე, ნამდვილად არავის გახსენებია ეს ფორმალური საკითხი.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენდეს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზს აუცილებლად გავასწორებ და გავაუქმებ რეგისტრაციას”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ”რუსთავი 2”-თან საუბარში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევის " მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით" შედეგების პრეზენტაცია გამართა.
მათი ინფორმაციით, შპს "ინტერნეიშენალ ივენთსი" სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დღეისათვის სახელმწიფოსადმი ჯამურად დავალიანება 1 245 000 ლარზე მეტს შეადგენს.