გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას მცირე კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, "შინაპატიმრობის გამოყენება საზოგადოების დაცინვაა.“
ქართული მხარისათვის გაუგებარია რატომ შეეფარდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინა პატიმრობა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ გაავრცელა.
მისი თქმით, „სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ“.