,,რუსთავი 2” -ის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ხვალ, დილის 10:00 საათიდან განახლდება. ტელეკომპანიის ადვოკატებმა საქმის მასალების გასაცნობად დროს ითხოვდა. თუმცა სასამართლომ მათ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა და პროცესი ხვალ დილის 10:00 საათზე დაინიშნა.
ამ გადაწყვეტილების გამო საქმის მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ „უსინდისოები“ უწოდა, რასაც შეკამათება მოყვა მასსა მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს შორის.
„ძალიან ვნანობ, რომ თავის დროზე ხმა მოგეცით, ჯობდა მომტეხოდა ხელი ვიდრე ხმა მომეცა თქვენთვის. პროცესია თუ აღსრულების პროცესია? ადამიანები ვართ ჩვენს და ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის დავალების შესრულების პროცესში ასე მიზანმიმართულობას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან საკითხზე ისაუბრა პროცესის შემდეგაც და განაცხადა, რომ ხვალ სავარაუდოდ სასამართლო ეცდება დაასრულოს ,, რუსთავი 2”
,,ეს არ არის მოსამართლე ეს ქალბატონი არის ზონდერი, მისი 2 კოლეგაც მათ შორის მათდა უნებურად შესაძლოა, მაგრამ ერთ ტრიადას წარმოადგენენ და ანგარიშს უსწორებენ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. პასუხს აგებს ყველა დავალების გამცემი ყურადღებით მოეკიდოს საქართველოს იუსტიციის საბჭო, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ღრმად არის ჩართული, ყურადღებით მოეკიდოს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, რომელიც ღრმად არის ჩართული იმაში რაც ახლა აქ ხდება, დავალების მიმცემებიც მიეცემიან მკაცრად პასუხისგებაში იმიტომ, რომ არავინ მათ არასდროს არ აპატიებს იმ პროცესებს, რომელიც ხვალინდელ სავარაუდოდ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის წართმევის შესახებ მოჰყვება საქართველოში, ეს იქნება სამოქალაქო დაპირისპირება. ხვალ სავარაუდოდ ეს სასამართლო ეცდება დაასრულოს რუსთავი 2, არ მივცეთ საქართველოს მტერს ბიძინა ივანიშვილს და ამ მტრის მანქურთებს მათ შორის ამ მოსამართლეებს და ამ სასამართლოს თავმჯდომარეს და მთელს სასამართლოს ხელისუფლებას ვინც ამაში იღებს მონაწილეობას იუსტიციის საბჭოს ჩათვლით საქართველში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების დასრულების უფლება,"-აცხადებს ნიკა გვარამია.