თარიღი    დრო

აზერბაიჯანს საქართველოსთან პრეტენზია აქვს

საქართველო, თბილისი - 11:31 08.26.2015 22370

საქართველოში არსებული ზოგიერთი სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიზნად ისახავს, არამარტო მიზანმიმართულად გარყვნს სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები, უპირველესად ახალგაზრდები სეპარატიზმით და ექსტრემიზმით - არამედ, ისინი თავიანთი პროვოკაციებით ცდილობენ, მეგობრული ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.- წერს გამოცემა Kavkazplus.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სხვაგვარად ვერ  აიხსნება სომხური ეროვნების  ქართველი მოქალაქეების მრავალრიცხოვანი ჯგუფების  მიზანმიმართული ტურები  აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე -ყარაბახში.

„ღიად ხდება ამ ტურების პროპაგანდა. შედეგად, სოციალურ ქსელებში  იდება ამ მოგზაურობის ამსახველი უამრავი ფოტოსურათი“, - წერს გამოცემა და დასძენს, - „უფრო მეტიც, სომეხი ეროვნების  საქართველოს მოქალაქეები, შეგნებულად პოზირებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე  საქართველოს დროშებით, რითაც ისინი უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თავისდაუნებურად ერთვება   სომხური ეროვნების  საქართველოს მოქალაქეების  საზოგადოებრივი ორგანიზაციების სეპარატისტულ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია საქართველოს მეგობარი აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სწორედ ასე  შეიძლება შეფასდეს  სოციალურ ქსელებში გამოფენილი სურათები, რომელიც ასახავს სომხური ეროვნების  საქართველოს მოქალაქეების  ჩასვლას ყარაბახში, სადაც ისინი საქართველოს დროშებით პოზირებენ აზერბაიჯანული რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების ”სიმბოლურ” ადგილებში. კერძოდ, მთიანი ყარაბახის ადმინისტრაციული ცენტრის - ჰანკენდის გვერდით მდებარე ცნობილი სკულპტურის „ჩვენ და ჩვენი მთების”, ასევე ოკუპანტების მიერ დადგმულ მონუმენტის -  ტანკის  წინ.

როგორც ცნობილია საქართველო თანმიმდევრულად იცავს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას  და  სომხეთის მიერ ოკუპირებულ ყარაბახს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. მოითხოვს მის დაუყოვნებლივ დეოკუპაციას და აზერბაიჯანელი ლტოლვილების დაბრუნებას საკუთარ მიწაზე. ზუსტად ისევე როგორც აზერბაიჯანი გამოდის   საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით -  მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შეწყვეტას და ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას, - აღნიოშნავს გამოცემა.

სტატიის ავტორი წერს, რომ სომხური ეროვნების  საქართველოს მოქალაქეების ვიზიტების დროს ყარაბახში, ადგილი აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის მეგობრული მეზობელი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის  კანონების ნათელ და დემონსტრაციულ უგულველყოფას ,  არამედ ამას თან ახლავს საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლოს დემონსტრირება. ამასთან, სადმე სხვაგან კი არა, არამედ მონუმენტზე  - „ტანკი“,  რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიის შეიარაღებული დაპყრობის და ყარაბახის ოკუპაციის სიმბოლოა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ   საქართველოსთვის სეპარატიზმი ძალიან მტკივნეული  პრობლებაა, მათ შორის სომეხი ”ენთუზიასტების”დახმარებით.

„საკმარისია გავიხსენოთ აფხაზეთში ბაგრამიანის სახელობის  სომხური ბატალიონის  დანაშაულებრივი საქმეები. ამასთან,აფხაზეთსა და ყარაბახში ხშირად იბრძოდნენ ერთი და იგივე სომეხი ბოევიკები, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით, როგორც აზერბაიჯანელი, ისე ქართველი  მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. და ის, რომ საქართველოს მოქალაქეები საქართველოს დროშებით მოდიან ამ ბოევიკების დანაშაულების ადგილზე  და პოზირებენ მათთან სეპარატისტული სიმბოლოებით, შეიძლება შეფასდეს, როგორც ათასობით ქართველის დამცირებად და შეურაცხობად, რომლებიც გარდაიცვალენ  აფხაზეთში მებრძოლი სომეხი ბანდიტების ხელით“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ ააზერბაიჯანი და მისი მოქალაქეები განუხრელად იცავენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.  არ  არის არც ერთი ფაქტი აზერბაიჯანელი მოქალაქეების  არასანქცირებული ვიზიტებისა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, „რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე -  ისინი აფრიალებდნენ აზერბაიჯანის დროშას და პოზირებდნენ სურათებზე, რადგან არსებობს გაგება იმისა,რომ ეს იქნება სეპარატიზმისა და ოკუპაციის მხარდაჭერა“.

სტატიის ავტორი სვამს კითხვას: ,საქართველოს სახელმწიფომ  და მისმა სამართალდამცავმა  ორგანოებმა რატომ არ მიაქციეს ყურადღება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს ასეთ ბოროტ გამოყენებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან, რომელსაც სომხური სათვისტომო ”მფარველობს”

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ეფექტური მეთოდები, აღკვეთოს სომხური ორგანიზაციების მავნე საქმიანობა  კანონის  შესაბამისად. როგორც ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ექსპრემისტული ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც პროპაგანდას უწევენ რასიზმს, ქსენოფობიას, ტერორიზმს  და სეპარატიზმს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”საქართველოს სომეხთა სათვისტომო” Armenian Community of Georgia - ფაქტობრივად არღვევს  საქართველოს კანონმდებლობას  ამ ნაწილში, ამასთან პროვოკაციულად იყენებს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებს, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს . აქედან გამომდინარე, ასეთი ორგანიზაცია უბრალოდ უნდა აიკრძალოს, როგორც ექსტრემისტული. ხოლო, ორგანიზაციისა  და მისი აქტივისტების  საქმიანობის მიმართ, რომლებიც არღვევენ საქართველოსა და აზერბაიჯანის კანონმდებლობას , უნდა  ჩატარდეს დამატებითი გამოძიება და დამნაშავეები უნდა მიეცენ პასუხისგებაში“, - წერს გამოცემა.

 



sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%