„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის, ან თუნდაც ერთი ქვეყნის ტრაგედია.
„მინდა "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მივუსამძიმრო მის ოჯახს და რუსეთის საზოგადოებას, რომლისთვისაც მისი ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მაგალითის მიმცემი იყო. სამწუძაროდ, დღევანდელი რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო კლავენ.
ბორის ნემცოვის მკვლელობა გამოწვევა უნდა იყოს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ალასანიამ.