შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 2013-11-28 10:58:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ცაგერის რაიონის სოფელ ზუბში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან კუსტარულად დამზადებული 5,6 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 15 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).