ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადო

საქართველო, თბილისი - 2013-11-17 13:22:00

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცი დადო.

"მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას , ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობისათვის. ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის",-განაცხადა მარგველაშვილმა.