სარფში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს
საქართველო, თბილისი - 2013-10-25 11:18:00
![]()
საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის", კონტროლის ზონაში თურქეთიდან შემოსული თურქეთის მოქალაქის, ე.ბ.-ის კუთვნილი მანქანის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდითა და 2 ცალი ვაზნით.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს გადაეცა.