"2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო შეძრა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა უპრეცედენტო ტერორისტულმა აქტმა, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით 3500 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცისს შენობებზე განხორციელებულმა, განსაკუთრებული სისასტიკით დაგეგმილმა საჰაერო შეტევამ შეცვალა მსოფლიო. ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტერორიზმთან ბრძოლა გახდა.
ტერორიზმი - ეს არის ბოროტება, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს.
11 სექტემბერს მომხდარმა შემაძრწუნებელმა ტრაგედიამ ყველას დაანახა, რომ ტერორისტებს არა აქვთ ეროვნება, რომ ამ უბედურებისაგან არც ერთი ერი და ქვეყანა დაცული არ არის", - ნათქვამია დემოკრატიული მოძრაობის განცხადებაში. .