ბაღაფშმა ე. წ. პრემიერი და რამდენიმე "მინისტრი" ხელახლა დანიშნა

საქართველო, თბილისი - 2010-02-24 18:06:00

აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, რამდენიმე საკადრო დანიშვნას მოაწერა ხელი. 

კერძოდ, ბაღაფშის ე. წ. განკარგულებით, დაურ იურის ძე თარბა ე. წ. მთავრობის ვიცე-პრემიერად დაინიშნა, კრისტინი კონსტანტინეს ასული ოზგანი _ ე. წ. ეკონომიკის მინისტრად, მერაბ ბორისის ძე ქიშმარია _ ე. წ. თავდაცვის მინისტრად, ხოლო ვახტანგ ახროს ძე ფიფია _ ე. წ. გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრად.