14 მაისს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2013-05-10 12:44:00

სამშაბათს, 14 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავს.

პრესკონფერენციაზე დამსწრე მედიასაშუალების წარმომადგენლებმა აკრედიტაცია 12 მაისის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ.

ჟურნალისტის და ოპერატორის (ფოტორეპორტიორის), ასევე ჩართვის ჯგუფის წევრების ვინაობა უნდა მიეწოდოს პრემიერის პრესსამსახურს ელექტრონულ მისამართზე - pressivanishvili@gmail.com.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს ყოველთვიურად ხვდება.