თბილისი.25.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". რიგი საფეხბურთო და არასაფეხბურთო ორგანიზაციები გეგმავენ და ატარებენ სხვადასხვა სახის საფეხბურთო ტურნირებს რეგლამენტის გარეშე. აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გენერალური სამდივნო. სფფ კატეგორიულად მოითხოვს საფეხბურთო კავშირების, საფეხბურთო სკოლებისა და კლუბებისაგან, არ დაუშვან სფფ-სთან შეთანხმებული რეგლამენტის გარეშე საფეხბურთო ტურნირების ჩატარება და მათში მონაწილეობა.