ლაშა ღლონტმა და ნატო გელაშვილმა დაჭრილი სამხედროები მოინახულეს

საქართველო, თბილისი - 2013-01-30 17:58:00

მომღერლებმა ლაშა ღლონტმა და ნატო გელაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, ვაშინგტონში, ვოლტერრიდის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულეს.

ამ დროისთვის ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ექვსი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს: რიგითი ახმედ საფაროვი, უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ დოლიძე, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია, კაპრალები პაპუნა სხულეხია და დავით ნარეშელაშვილი.

ქართველი სამხედროები, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდნენ.