თურქეთი საკუთარ ჰოლივუდს ქმნის

საქართველო, თბილისი - 2013-01-28 14:03:00

ამერიკული ჰოლივუდისა და ინდური ბოლივუდის ანალოგი თურქეთშიც შეიქმნება. თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ეკონომიკის სამინისტრომ ტურისტული მიმართულებები დაასახელა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური ჩარევა გახდება აუცილებელი.

აღნიშნულ სიაში უკვე მოხვდა „ოცნების საწარმო" Turkeywood-ის შექმნა.

აღნიშნული პროექტის რეალიზებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, კერძო კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებიც.