სპეციალისტების თქმით, ხიფათი მდგომარეობს იმაში, რომ აფეთქებული ბლოკის ფრაგმენტები ატმოსფეროში უნდა შემოვიდეს წლის განმავლობაში. ამერიკელმა ექპერტებმა, რომლებიც კოსმოსურ სამყაროს აკვირდებიან, განაცხადეს, რომ აღმოჩენილია „ბრიზის" 700 მსხვილი ფრაგმენტი, რომელთაგანაც 111-მა უკვე სპეციალური ნომერიც მიიღო.
„ბრიზ-ემი", წარუმატებელი გაშვების შედეგად, იმ ორბიტაზე მოხვდა, სადაც მისი გაშვება არ იგეგმებოდა. 2007 წელს „ბრიზების" სამი ავარიული გაშვება განხორციელდა, რომელთაგანაც უკანასკნელი 2012 წლის 8 დეკემბერს მოხდა.