საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს წარმომადგენლის, გერმან ნაკარტცის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მიზნად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ისახავს. როგორც ცნობილია, აშშ, ისრაელი და რიგი დასავლური ქვეყნები ირანს მშვიდობიანი ატომური პროგრამის საფარქვეშ, ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. თეირანი, თავის მხრივ, უკვე წლებია აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მთლიანად მშვიდობიან მიზნებზეა ორიენტირებული.