პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას 150 ჟურნალისტი დაესწრება

საქართველო, თბილისი - 2012-12-23 15:08:00

პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე აკრედიტაცია 150 ჟურნალისტმა გაიარა, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრესკონფერენციაა რამდენიმე მედიასაშუალებით გადაიცემა კერძოდ, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის", ,,მეცხრე არხისა" და სავარსუდოდ ,,რუსთავი-2"-ის ეთერით. როგორც სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე წარიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს მეორედ ხვდება. შეხვედრა ,,შერატონ მეტეხი პალასში" 11:00 საათზეა დაგეგმილი.