თბილისი.18.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". 18 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დაკავების მსურველებს შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვადა ეძლევათ. 1-ელ ოქტომბერს კი ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი თანამდებობიდან 17 სექტემბერს, ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის გამო გადადგა.