მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვისა" და "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

საქართველო, თბილისი - 2010-02-09 08:37:00

9 თებერვალს მოსკოვში ხელი მოეწერება მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვისა" და პოლიტიკურ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას". 

ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის დედაქალაქში მიუნხენიდან 8 თებერვალს გაემგზავრა, სადაც ის ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

"მოსკოვში ნოღაიდელს არაერთი საქმიანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის, 9 თებერვალს ხელი მოეწერება მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვისა" და პოლიტიკურ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას", - აცხადებენ პარტიაში და აქვე განმარტავენ, რომ დოკუმენტს ხელს "ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი და ზურაბ ნოღაიდელი მოაწერენ.

საქართველოს ყოფილი პრემიერი თბილისში 11 თებერვალს დაბრუნდება.