უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.8 პროცენტი მოდიოდა.
2012 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 9.0 მლნ აშშ დოლარი (14.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.3 მლნ აშშ დოლარის (13.8 მლნ ლარი) გასული წლის სექტემბერში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ.