თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". ''ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონსა და მოსკოვში ვიზიტებს გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა თავად განაცხადა. "მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე 200-მდე სახელმწიფოა დაფიქსირებული. ამ პროცესის შეუქცევადობა დამთავრდება პლანეტარული კატასტროფით, რადგან დედამიწაზე მცხოვრები მინიმუმ 8 ათასი ეთნიკური ჯგუფიდან დიდი უმრავლესობა აუცილებლად მოითხოვს დამოუკიდებლობას", - განმარტა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტების'' ლიდერი მოუწოდებს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს ერთდროულად გააბათილონ გადაწყვეტილება კოსოვოს, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი აღიარების შესახებ.
ნათელაშვილის თქმით, ის იწყებს ვიზიტებს ვაშინგტონსა და მოსკოვში, რათა ადგილზე პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებით დააჩქაროს ამ პრობლემის გადაწყვეტა.